16:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 14:52:49, 734 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ვხედავ იმას, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებული არ არის

ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას ვერ შეძლებს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.

„ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ საქართველოში. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი. ეს რატომ სჭირდებოდათ? არ იფიქროთ, რომ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით აქვთ ეს დამოკიდებულება. ყველგან, სადაც ინტერესი აქვთ, იგივე მეთოდებით მუშაობენ - ქმნიან აგენტურულ ქსელს იმისთვის, რომ როცა დასჭირდებათ მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, რისი მცდელობაც საქართველოში ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა NED-ით, USAID-ით, სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ ჯერ დამარცხებული არ არის. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას და ვიცავთ მის ინტერესს. თუ ის [დონალდ ტრამპი] მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ ვერ შეძლებს ამის მოგვარებას, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და გამოიყენონ, როგორც, მაგალითად, უკრაინა გამოიყენეს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ურთიერთობების დარეგულირებას, არსებული ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მიესალმება.

„არსებული ვითარება ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მათთვისაც მიღებული არ არის. ეს ყველაფერი შემოიფარგლებოდა იმით, რომ წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და ურთიერთობა იყოს ნორმალური, მეგობრული, პარტნიორული და ორმხრივი. არ უნდა იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ ამერიკა დიდი სახელმწიფოა და ზემოდან უნდა უყურებდეს პატარა სახელმწიფოს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics