16:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 16:01:11, 860 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა

ჩვენ ერთიანობას მუდმივად ვლობირებდით. როდესაც ჩაინიშნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს ისეთ შედეგს, რომ ყველას მოუწევს დალაგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, მათ შორის, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში კოორდინაციის პრობლემა არ არის.

„აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რადგან ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. გასაგებია, რომ ყველა პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორიენტირების ნაცვლად, სჯობს, ისევ „ქართულ ოცნებას“ ებრძოლონ. საბოლოო ჯამში, მათაც მოუწევთ პოლიტიკური მოცემულობის აღქმა, გაანალიზება, რომ თუ სურთ, ქართველი ხალხის დაკვეთას უპასუხონ სისტემის დემონტაჟის შემდეგ, უნდა ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან““, – განაცხადა ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics