16:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 14:20:12, 724 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პატრიოტული ძალაა და ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია - ახლა ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებაც ამასთან დაკავშირებით, ტირანია უწოდა ბატონმა რუბიომ ამ საქციელს, როდესაც ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც დღევანდელი რეიტინგებით სხვათა შორის პირველ ადგილზე იმყოფება გერმანიაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც

მისივე თქმით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, გლობალურ ომის პარტიას, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან „დიფ სთეითს“ და ისინი მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც ცოტა გაუგებარია, იქიდან გამომდინარე, რომ იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიასთან ერთად საფრანგეთში რაც მოხდა, ქალბატონი ლეპენი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურა არის, აეკრძალა პოლიტიკაში მოღვაწეობა 5 წლით, რუმინეთში კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა და მოლოდინი იყო, რომ მეორე ტურშიც პირველ ადგილზე გავიდოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს ეს შედეგები მოგეხსენებათ და აკრძალეს ეს კანდიდატიც. ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანდიდატები და პარტიები, ვინც მე ჩამოვთვალე ვერ ჯდებიან „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში, ეს ორჯერ ორი ოთხია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ჩამოთვლილ ფაქტებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ ძალიან მწვავე და კრიტიკული განცხადებები და პოზიციები. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვერანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ აშშ-დან ამ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, შეგვიძლია საქართველოც გავიყვანოთ ამ ქვეყნების რანგში რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი ქვეყნის მისამართითაც უამრავი უსამართლობა მომხდარა, იგივე სანქციები და ა.შ. და კი ბატონო ძალიან მისასალმებელია, რომ ამ ყველაფერს გმობს მოქმედი ადმინისტრაცია, გმობს სახელმწიფო დეპარტამენტი თან ძალიან მკაცრი სიტყვებით, მაგრამ სამწუხაროდ ამას რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია არცერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მთლიანად ექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა.

უწყებამ, რომელიც გერმანიის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, განმარტა, რომ განცხადება ინტენსიური და ყოვლისმომცველი შემოწმების შემდეგ გაკეთდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics