07:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 21:24:02, 1025 ნახვა

საზოგადოება
2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი და ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (მედიის კვლევების ცენტრის) მთელი საქართველოს მაშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს აღრიცხავს.

კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი; 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;

ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან: პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება;

პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics