|
2025-05-01 14:32:58, 687 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს, მის ევროპულ მომავალს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. „ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან შექმნილი ჰქონდათ ილუზია, რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად, არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ. ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ და კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან, მტრობენ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, პირდაპირი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებაზე, როცა თითქოს ცუდად იყო. ისიც გვახსოვს, რეზოლუციით სანქციებზე შეერთებისკენ რომ მოგვიწოდეს. წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, დღეს ქვეყანაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა. საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს და ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ტიპის ბიუროკრატები ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და მშვიდობის შენარჩუნებას ხელს ვერ შეუშლიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა. ასევე, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან“. „ეს ადამიანები საქართველოში ვერაფერს გახდნენ. ისინი დამარცხდნენ. ქართველმა ხალხმა ბოროტება დაამარცხა. ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან. ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ მომავალზე. ამის მთავარი მიზეზი იყო ის ძირითადი ფუნდამენტები, რაზეც ევროპა და ევროპული ღირებულებებია დაფუძნებული. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია. მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდას, სიძულვილის ენას ვხედავთ, თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია. ამ კონკრეტულ ბიუროკრატებს სურვილი ჰქონდათ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ხელში ჩაეგდოთ საქართველო და შემდეგ გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ისინი ქვეყანაში დამარცხდნენ. საქართველოსთან მიმართებით ყველა მტერი იქნება დამარცხებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ ვალენსიაში, ყრილობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)