18:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 11:33:28, 697 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები შეგნებულად ცდილობენ უარყოფითი მოლოდინების შექმნას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გახსოვთ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ, ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისკენ წავიდა, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, გავიხსენო მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც 17 იანვარს აცხადებდა, რომ სამ თვეში, დოლართან მიმართებით კურსი იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში. გავიდა სამი თვე, ცოტა მეტიც და 2.75-ის ფარგლებშია ლარის კურსი. ეკონომიკის ორპროცენტიანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველევი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან. როგორც უკვე ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს 9.3% ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია 6% და მეტი. ასეთი იყო პროგნოზი. საუბარი იყო, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შესრულდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას.

„ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და მათი არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. ყველა მიმართულებით, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics