|
2025-04-23 14:18:59, 589 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ეუთოს გენმდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია
ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე აჟიოტაჟის ატეხა არის ისტერიის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავი და „ნორმალური სამუშაო პროცესია“. „[ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი] ჩვეულებრივი ამბავია. ჩამოვიდა [ეუთოს] გენერალური მდივანი. ეს, რასაკვირველია, აღიარებასაც ნიშნავს, მაგრამ ეს ჩვენთვის ნორმალური პროცესია. ზოგისთვის ისტერიკის საფუძველია, ზოგისთვის ნორმალური სამუშაო პროცესია. მსოფლიოში გრძელდება ეს პროცესები, მათ შორის, ამ პროცესებში მონაწილეობს საქართველო - პრობლემებით, გამოწვევებით, გარე გამოწვევებით, რაც სამწუხაროა, შიდა გამოწვევით, ასეთი უნამუსო და უსინდისო დამოკიდებულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პროცესი, რომლის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ეუთომ, ასევე ოდირმა აღიარა საქართველოს არჩევნები. რასაკვირველია, გენმდივნის ჩამოსვლა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს აშშ-ში ვიზიტი არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ახასიათებს დამოუკიდებელ ქვეყანას, თავისი პრობლემებით, თავისი მიღწევებით და იმ ვითარებით, რომელიც ზოგადად, მსოფლიოშია შექმნილი. ასე რომ, ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა არის გარკვეულწილად მართლაც ისტერიის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს," - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)