|
2025-04-23 10:40:46, 861 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გაიმართა. როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. „ცესკო-ს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას საარჩევნო პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს, როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკურ-ლოგისტიკური მიმართულებით არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ზოგადად არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ცესკო-ში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ტერი ჰაკალა, კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი კატერინე ფეარონი და გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი ზეინეპ ცელიკელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)