22:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 15:35:27, 728 ნახვა

სამართალი
თემურ ქათამაძე - ვითხოვ ქორწინებისთვის 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან თბილისში გასვლის უფლებას

ბათუმში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრიდან წერილს აგზავნის, სადაც სასამართლოსგან ითხოვს საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის ერთ სასურველ დღეს, 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან თბილისში გასვლის უფლებას.

"16.01.2025 წელს საქართველოდან გაძევების მიზნით ჩემი დაკავებიდან დღემდე გასული 3 თვის განმავლობაში ჩატარებული არც ერთ სასამართლოში სამართალი არ მინახავს!

მიგრაციის ცენტრში 3 თვე გატარებული მაქვს მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის, შეფერხების, გაწელვის და ჩემი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ქვეშ.

მიგრაციის მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული აღნიშნული არაადამიანური მოქმედებები თავიდან ჩემს მიმართ მიმდინარე სასამართლოებში ჩემი მტკიცებულებების დროულად წარდგენის შეფერხების მიზნით იყო, შემდეგ კი ჩემი 48-დღიანი ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის მიზანს ემსახურებოდა. ასევე შიმშილობის შემდეგ გადაყვანილი კლინიკა "ვივამედში" ჩემი მკურნალობის შეწყვეტის და 2 დღეში უკან დაბრუნების მიზანს.

17.03.2025 წელს მიგრაციის ადმინისტრაციის ქმედება გავასაჩივრე მთავარი პროკურატურაში, ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის განზრახ საფრთხის ქვეშ დაყენების ბრალდებით, თუმცა დღემდე რეაგირება არ მომხდარა.

მოგახსენებთ, რომ 2023 წლიდან თურქეთში ჩემს მიმართ დაკავების ორდერია გამოცემული, ანუ თურქეთში გაძევების შემთხვევაში იქ დაპატიმრება და ციხე მელოდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, 5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია, ამიტომ თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ დიდი ალბათობით აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ, აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ეთნიკური ქართველის სახით, თქვენი სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის.

ვიმედოვნებ, ჩემი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით საქართველოს საზოგადოებას აჩვენებთ ქართული სასამართლოს ადამიანურ სახეს!" - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, 15 აპრილს ქათამაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა გაითვალისწინა და ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვით გაუხანგრძლივა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics