16:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 19:14:14, 704 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - PACE ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს

PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

ბოკუჩავას თქმით, ის დღეს მონიტორინგის კომიტეტს დაესწრო, სადაც სრული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა.

“ქოცთა ვარამი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე გრძელდება.

დღეს, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით დავესწარი მონიტორინგის კომიტეტს, სადაც სრული კონსენსუსია, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა. Une vrai autocracie არის შეფასება, რომელსაც ამ დარბაზებში მოისმენთ. ეს ის კომიტეტია, სადაც წულუკიანმა იანვრის სესიაზე დებატებში 10-0 წააგო, როდესაც ამ ჯალათს და მის რუსულ პროპაგანდას ოპონირებას მარტო ვუწევდი. ვერც ფრანგულის ცოდნამ უშველა, ვერც წივილ-კივილმა. დღეს არ ბრძანდება აღარც ის, აღარც “პოს ტვ” და აღარც “იმედი”. იქნებ ისიც ყაველაშვილთან ერთად საცხრამაისოდ წითელი მოედნისთვის ემზადებიან?

ახლა კი საქმეზე - PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ოცნების დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება.

იჯდეს ახლა თეა და წეროს და იკითხოს საბრალდებო დასკვნები არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაში მამის საუკეთესო საბჭოთა მემკვიდრეობის იმიტირებით.

ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, - წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics