|
2025-04-07 17:55:07, 853 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა 14 აპრილს გაგრძელდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლები ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე გამოიკითხნენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი ბჟალავა - შემდეგი სასამართლო პროცესი 14 აპრილის 13:00 საათზე გაიმართება. საქმეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. ადვოკატებმა დღეს შუამდგომლობით მიმართეს სახელაშვილს, რომ გამარტივებული კომუნიკაციისთვის ამაღლობელს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატების გვერდით დაჯდომის საშუალება მისცემოდა, მოსამართლე სახელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და ისმოდა შეძახილები "თავისუფლება მზიას!" წინა სასამართლოზეც ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, მათ შორის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე, რომელმაც უშუალოდ დააკავა ამაღლობელი. ბერდია ფერაძის თქმით, ირაკლი დგებუაძე შემთხვევიდან 10-15 წუთის შემდეგ ნახა და მას "აღენიშნებოდა სიწითლე მარჯვენა ლოყასა და ყურზე". ასევე გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელი გაჩხრიკა და მისი დაკავების ოქმი შეადგინა. კერესელიძემ სხდომაზე თქვა, რომ ამაღლობელის დაკავების დროს ადგილზე არ ყოფილა. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად. მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)