|
2025-04-06 14:50:53, 1233 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია
საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. წუხელ კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ხოლო დრონები რეგიონს დაესხნენ თავს. დარტყმები. ასევე დარტყმა განხორციელდა მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში. საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს“, - აცხადებს ზელენსკი. მისი ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1 460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 670-მდე თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს. „ეს თავდასხმები არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა - შეერთებულმა შტატებმა, მთელმა ევროპას, მთელმა მსოფლიომ - დაინახა, რომ რუსეთი აპირებს ომისა და მკვლელობების გაგრძელებას. ამიტომ არ შეიძლება ზეწოლის შემსუბუქება. ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტირებასა და მშვიდობის დაახლოებისკენ“, - წერს ზელენსკი.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)