|
2025-04-06 14:01:50, 956 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური შეთანხმების გაფორმების მცდელობას, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის გარკვეული ტარიფები. „მზად ვართ, გამოვიყენოთ ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა დავეხმაროთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან თავის შეფარებაში. ზოგიერთმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს ამის გამო - იდეას, რომ სახელმწიფო პირდაპირ უნდა ჩაერიოს ბაზრის ფორმირებისთვის, ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ არ შეგვიძლია მივეჯაჭვოთ ძველ გრძნობებს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად იცვლება“, - წერს სტარმერი Sunday Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი თქმით, სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა. „სწორედ ამიტომ, ტარიფებზე, დაუყოვნებელი პრიორიტეტია სიმშვიდის შენარჩუნება და საუკეთესო შეთანხმებისთვის ბრძოლა. სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა. ეკონომიკური შედეგები, აქ და მთელ მსოფლიოში, შეიძლება იყოს ღრმა. ჩვენ უკვე გვაქვს დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან და მუშაობა გრძელდება ახალი ეკონომიკური კეთილდღეობის შეთანხმებაზე“, - აცხადებს სტარმერი. ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება. „მხოლოდ მაშინ დავდებ შეთანხმებას, თუ ეს სწორი იქნება ბრიტანული ბიზნესისა და მშრომელი ხალხის უსაფრთხოებისთვის და გავაგრძელებ თავისუფალი და ღია ვაჭრობის დაცვას, რადგან ახლა ამისთვის ზურგის შექცევა სერიოზული შეცდომა იქნება“, - წერს სტარმერი. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში გუშინ შევიდა.
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)