|
2025-04-06 10:30:35, 790 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ
ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჩინეთი უფრო დიდად დაზარალდა, ვიდრე აშშ“. „სამუშაო ადგილებსა და ბიზნესს უკან ვაბრუნებთ. უკვე ხუთ ტრილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ეს კიდევ იზრდება. მტკიცედ დადექით, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგი ისტორიული იქნება. ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, - წერს დონალდ ტრამპი. ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა ამავე რაოდენობის ტარიფებით უპასუხა. ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთი პანიკაში ჩავარდა“.
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)