20:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 11:13:22, 942 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა

სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა. ცერემონია დამასკოში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. სირიის ახალ მთავრობას 22 მინისტრი, მათ შორის ერთი ქალი ეყოლება.

ახალი მთავრობის დამტკიცებით სირიაში ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო, რომლის მიზანი სტაბილურობის და მშვიდობის აღდგენაა.

სირიის ახალ კაბინეტში პორტფელები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს.

სირიის დროებითი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამ თვის დასაწყისში დაამტკიცა დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმად ალ-შარამ, მთავრობას გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.

სირიის ახალი მთავრობა ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობის დასრულებიდან ოთხ თვეში დამტკიცდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics