20:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 09:17:44, 831 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ფინეთის პრეზიდენტი და მე მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობის გაძლიერებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს შეხვდა.

როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ფინეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის აშშ-ისთვის ყინულმჭრელების შეძენა.

„პრეზიდენტი სტუბი და მე მოუთმენლად ველოდებით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს შეერთებული შტატებისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა ყველაზე ძლიერი სიტყვებით, რომ შეერთებული შტატები ძლიერია და კვლავ დაბრუნდა. მე ვეთანხმები“, – წერს ტრამპი.

შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუბთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით, სტუბი ძალიან კარგი მოთამაშეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics