|
2025-03-29 14:02:18, 880 ნახვა
მსოფლიო
დანიის საგარეო მინისტრი - გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს
გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გრენლანდიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. „რა თქმა უნდა, კრიტიკისთვის ჩვენ ღია ვართ. მაგრამ მოდით, გულახდილები ვიყოთ: ჩვენ არ მოგვწონს ტონი, რომლითაც ეს არის ნათქვამი. ახლო მოკავშირეებს ასე არ ესაუბრებიან და ვფიქრობ, რომ დანია და აშშ ახლო მოკავშირეები არიან“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა. ლარს ლოკე რასმუსენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დანია არქტიკის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“. „ფაქტია, რომ მშვიდობის შედეგად სარგებელი ყველამ მივიღეთ. ყველანი ვმოქმედებდით იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ არქტიკა დაბალი დაძაბულობის რეგიონი იქნებოდა. მაგრამ ეს დრო დასრულდა, სტატუს-კვო ერთ-ერთი ვარიანტი აღარ არის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრენლანდია ნატო-ს ნაწილია. ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები გრენლანდიას მოიცავს“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)