2025-03-29 11:56:02, 1171 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოხუცი ქალია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,