|
2025-03-29 10:13:19, 742 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - გრენლანდიელების თვითგამორკვევას პატივს ვცემთ, იმედია, აშშ-ს პარტნიორობას აირჩევენ
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს და იმედოვნებს, რომ ისინი "აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ", რადგან აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა დანიის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნას ჯობია და აშშ "ერთადერთი ერია დედამიწაზე", რომელიც "გრენლანდიის სუვერენიტეტს პატივს სცემს". ამის შესახებ ვენსმა გრენლანდიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. "მეტი უნდა გავაკეთოთ. რაც პრეზიდენტმა თქვა ქვეყნის მდგომაროების შესახებ თავის მიმართვაში - და ამის შესახებ მან ძალიან ნათლად თქვა - არის, რომ გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი არგუმენტი მათთვის არის ის, რომ, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესად იქნებოდით აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ვიდრე დანიის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იყავით, რადგან დანიის უსაფრთხოების ქოლგა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ყველაფერი მამაც ამერიკელებს ჩააბარეს და იმედოვნებდნენ, რომ საფასურს ჩვენ გადავიხდიდით. გრენლანდიელ ხალხს უბრალოდ ვეუბნებით, რომ როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ გრენლანდია უნდა გვქონდეს, გულისხმობს იმას, რომ ეს კუნძული უსაფრთხო არ არის. მისით მრავალი ადამიანი არის დაინტერესებული. მრავალი ადამიანი დგამს ნაბიჯებს. ვიცით, რომ ამერიკა ამ კუნძულის უსაფრთხოებაზე ღელავს გრენლანდიელი ხალხის გულისთვის და ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გულისთვის. ამიტომ, ჩვენი გზავნილი ძალიან მარტივია. დიახ, გრენლანდიელ ხალხს თვითგამორკვევა ექნებათ. იმედი გვაქვს, რომ აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ერი დედამიწაზე, რომელიც მათ სუვერენიტეტს პატივს სცემს და მათ უსაფრთხოებას პატივს სცემს, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა". - თქვა ვენსმა. აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ილაპარაკა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან კუნძულით დაინტერესებაზე და არქტიკაში აშშ-ს როლის ზრდის მნიშვნელობაზე. ვენსმა აღნიშნა, რომ "თუ ამერიკა ამას არ იზამს", ვაკუუმს სხვა ერები შეავსებენ. "ვიცით, რომ რუსეთი და ჩინეთი და სხვა ერები არქტიკის დერეფნებსა და საზღვაო გზებში და არქტიკის ტერიტორიის მინერალებში გასაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამერიკა არქტიკაში ლიდერობს, რადგან ვიცით, რომ თუ ამერიკა ამას არ იზამს, სხვა ერები შეავსებენ ხვრელს, სადაც ჩვენ ჩამოვრჩებით". - თქვა ვენსმა. ვენსის თქმით, დანია რუსეთის და ჩინეთის მზარდი ინტერესის ფონზე გრენლანდიაში უსაფრთხოებას სათანადო ყურადღებას არ უთმობს და ამ მხრივ "ჩამორჩა".
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)