22:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 18:25:37, 881 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ჰამასის მხარდაჭერისთვის თურქი სტუდენტი დააკავეს

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტებმა დააკავეს თურქი დოქტორანტი სტუდენტი, რომელიც აშშ-ში ტაფტის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოზთურქის ადვოკატი, მაჰსა ხანბაბაი ავრცელებს. 

შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს გამოცემა The Associated Press ავრცელებს. 

AP-სთან საუბრისას აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ოზთურქის დაკავება და მისთვის ვიზის ჩამორთმევა დაადასტურა. დეპარტამენტმა გამოცემასთან თქვა, რომ ოზთურქი ჩართული იყო ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის მხარდამჭერ აქტივობებში. 

"ვიზა პრივილეგიაა და არა უფლება. განდიდება და მხარდაჭერა ტერორისტებისა, რომლებიც ამერიკელებს ხოცავენ, ვიზის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ეს საღი აზრის უსაფრთხოებაა". - თქვა დეპარტამენტმა გამოცემასთან საუბრისას. 

გასული წლის მარტში ოზთურქმა სამ სხვა სტუდენტთან ერთად ტაფტის უნივერსიტეტის გაზეთში პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აკრიტიკებდა ისრაელთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პოლიტიკას.

ოზთურქი აკრიტიკებდა უნივერსიტეტის პასუხს მისი თვითმართველობის სენატის რეზოლუციაზე, რომელიც ტაფტს "პალესტინური გენოციდის აღიარებისკენ", ინვესტიციების გასაჯაროებისკენ და ისრაელთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირების მქონე კომპანიებში ინვესტიციების გაუქმებისკენ მოუწოდებდა. 

სტუდენტის ადვოკატის ცნობით, ოზთურქმა სახლი დატოვა და მეგობრებთან შეხვედრას აპირებდა, როდესაც ექვსმა პირმა გააჩერა და დააკავა. ხანბაბაიმ აღნიშნა, რომ ოზთურქს ვიზა ჰქონდა, რომელიც აშშ-ში სწავლის საშუალებას აძლევდა. 

"მისი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. რუმესიას წინააღმდეგ დღემდე არ აღძრულა ბრალდებები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ვფლობთ". - თქვა ხანბაბაიმ.

ტაფტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სუნილ კუმარმა თქვა, რომ უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტის დაკავებისა და მისთვის ვიზის ჩამორთმევის შესახებ შეიტყო. კუმარს დაკავებული სტუდენტი არ დაუსახელებია, თუმცა უნივერსიტეტის სპიკერმა, პატრიკ კოლინსმა დაადასტურა, რომ ოზთურქი ტაფტის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის სტუდენტი იყო. მისივე თქმით, შემთხვევამდე რაიმე სახის ინფორმაციას არ ფლობდნენ.

"უნივერსიტეტმა ამ შემთხვევის შესახებ წინასწარ არ იცოდა და ამ მოვლენამდე ფედერალური ხელისუფლებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაუზიარებია". - თქვა კუმარმა. 

ცნობისთვის, 17 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დეპორტაციის მიზნით დააკავა ინდოელი სტუდენტი, ბადარ ხან სური, რომელიც ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა. ტრამპის ადმინისტრაცია მას ჰამასთან კავშირების ქონაში ადანაშაულებს. 19 მარტს სტუდენტის ადვოკატმა თქვა, რომ მას აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

მანამდე, 10 მარტს, მაჰმუდ ხალილი, სტუდენტი, რომელიც გასულ წელს ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო, აშშ-ს ფედერალური იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს.

ხალილს საიმიგრაციო ორგანოს ოფიცრებმა უთხრეს, რომ მას სტუდენტური ვიზა გაუუქმდა, თუმცა ადვოკატის ცნობით, მისი კლიენტი აშშ-ს კანონიერი და მუდმივი რეზიდენტია, აქვს მწვანე ბარათი და ჰყავს ამერიკელი მეუღლე. 

ცნობისთვის, კოლუმბიის უნივერსიტეტი გასული წლის პროპალესტინური სტუდენტური საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო, რომელიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომსა და ისრაელისადმი აშშ-ს მხარდაჭერას აპროტესტებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics