23:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 16:55:22, 953 ნახვა

მსოფლიო
Reuters - პაპი სიკვდილთან ისე ახლოს იყო, რომ ექიმები მკურნალობის შეწყვეტას განიხილავდნენ

პაპი ფრანცისკე პნევმონიის წინააღმდეგ 38-დღიანი ბრძოლის ერთ მომენტში იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, რომ მისი ექიმები მკურნალობის შეწყვეტას განიხილავდნენ, რათა პაპს მშვიდად განესვენა. ინფორმაციას Reuters პაპის სამედიცინო გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს

28 თებერვალს პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გამწვავების შემდეგ, რომის გემელის საავადმყოფოს ექიმის, სერგიო ალფიერის თქმით, "რეალური რისკი არსებობდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა". 

"ჩვენ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, შევჩერებულიყავით და გაგვეშვა ის, ან წავსულიყავით წინ და გამოგვეყენებინა ყოველი მედიკამენტი ან თერაპია, რაც შესაძლო იყო, რაც [პაპის] სხვა ორგანოების დაზიანების უდიდეს რისკს შექმნიდა". - თქვა ალფიერიმ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან მიცემულ ინტერვიუში. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გზას გავყოლოდით". - თქვა ექიმმა. 

88 წლის ფრანცისკე, რომელიც 12 წელია, პაპია, საავადმყოფოდან 23 მარტს გამოწერეს. 

მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. 

პაპი რომის გემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. პაპს ბრონქიტი ჰქონდა, რომელიც შემდგომ ორმაგ პნევმონიაში გადაიზარდა. პაპისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ეს დაავადება, ვინაიდან მას ახალგაზრდობაში ფილტვის ნაწილი ამოჭრეს. 

23 მარტს, საავადმყოფოდან ვატიკანში დაბრუნების შემდეგ, ფრანცისკე საჯაროდ პირველად გამოჩნდა და საავადმყოფოს აივნიდან ეზოში შეკრებილ ადამიანებს მიესალმა.

მიმართვაში ფრანცისკემ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და მოწონების ნიშნად ცერა თითი აწია:

"ვხედავ ქალბატონს ყვითელი ყვავილებით, კარგია!" - თქვა ფრანცისკემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics