|
2025-03-24 17:27:27, 836 ნახვა
მსოფლიო
Telegraph - ბრიტანულ არმიაში გააკრიტიკეს სტარმერის გეგმა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ინიციატივა ე.წ. მსურველთა კოალიციის ქვეყნების მიერ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ, ბრიტანულ არმიაში "პოლიტიკურ თეატრად" მოიხსენიეს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი მარტის დასაწყისში სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც, როგორც მან განაცხადა, რამდენიმე ქვეყანა უჭერდა მხარს, თუმცა ჯარებისა და აღჭურვილობის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებია. ცოტა ხნის წინ ბრიტანული შეიარაღებული ძალების ანონიმურმა მაღალჩინოსნებმა გამოცემა The Telegraph-თან საუბრისას თქვეს, რომ სტარმერმა "ძალიან იჩქარა". "არ არსებობს განსაზღვრული სამხედრო მიზანი ან სტრატეგიული გეგმა. ეს მხოლოდ პოლიტიკური თეატრია. სტარმერმა ნაადრევად ისაუბრა ჯარების გაგზავნაზე, რის გამოც ახლა ამაზე ნაკლებს საუბრობს და უფრო მეტად - თვითმფრინავებისა და გემების [გაგზავნაზე], რაც უფრო მარტივად განხორციელებადია". - თქვა ბრიტანული არმიის ანონიმურმა მაღალჩინოსანმა. "700 000 რუსი და მილიონზე მეტი უკრაინელია შეიარაღებული. რას გააკეთებს 10 000-კაციანი საერთაშორისო ძალა დასავლეთ [უკრაინაში], ფრონტიდან 400 კმ-ში?" - აღნიშნა კიდევ ერთმა წყარომ ბრიტანეთის არმიიდან. ამის საპირისპიროდ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანონიმური წყაროები The Telegraph-თან საუბრისას ამბობენ, რომ სტარმერის ინიცირებული ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრები ინიციატივის კონტექსტში წინ მიიწევენ და "მომზადებულები არიან შემდეგი ნაბიჯებისთვის მშვიდობის უზრუნველსაყოფად". ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა სტარმერის ინიციატივის კრიტიკას "უაზრო" უწოდა და აღნიშნა, რომ გეგმებზე დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები კოალიციის წევრებს შორის "სერიოზულია", ხოლო "სტარმერისა და [საფრანგეთის პრეზიდენტის] მაკრონის ხელმძღვანელობით, ევროპა და უკრაინა მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის ემზადება". ცნობისთვის, კირ სტარმერმა 15 მარტს "მსურველთა კოალიციის" ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინაში დასავლური სამშვიდობოების კონტინგენტის შესახებ გეგმა წარმოადგინა. The Times-ის წყაროების ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო მზად არის 10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს უკრაინაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე კირ სტარმერმა კიდევ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელიც კონფლიქტის ზონაში სახმელეთო ძალების გაგზავნას დათანხმდა. 15 მარტის შეხვედრაზე 35-მდე ქვეყანა პოტენციური სამშვიდობო მისიისთვის იარაღის მიწოდებასა და ლოჯისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერის გაწევაზე შეთანხმდა, თუმცა, სავარაუდოდ, უკრაინაში ჯარების ძირითად ნაწილს გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი განალაგებენ. "ეს იქნება მნიშვნელოვანი ძალა მრავალი ქვეყნის მონაწილეობით, რომლებიც ჯარებს განალაგებენ და კიდევ უფრო დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებისა, რომლებიც სხვა გზით შეიტანენ წვლილს". - აღნიშნა The Times-ის წყარომ.
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)