|
2025-03-22 17:41:01, 902 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - რუსეთი უფლებას იტოვებს, სიმეტრიულად უპასუხოს უკრაინის იერიშებს ენერგოობიექტებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი "უფლებას იტოვებს, სიმეტრიულად უპასუხოს" უკრაინის "განგრძობად" იერიშებს რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ილაპარაკა. "ჩვენ ცხადად ვაფრთხილებთ, რომ თუ კიევის რეჟიმი გააგრძელებს თავის დესტრუქციულ ხაზს, რუსული მხარე იტოვებს უფლებას, რომ ამას პასუხი გასცეს, მათ შორის, სიმეტრიულად". - თქვა ზახაროვამ. ზახაროვამ ასევე დაამატა, რომ კიევი "კვლავაც ამჟღავნებს მოლაპარაკებების გამართვის სრულ უუნარობას" და "მშვიდობის მიღწევის სურვილის ნაკლებობას". ცნობისთვის, 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან. თუმცა გუშინ, 21 მარტს რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში არსებულ გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქება მოხდა. რუსულმა მხარემ აფეთქების მოწყობაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კიევმა ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმით დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული შეთანხმება დაარღვია. უკრაინულმა მხარემ რუსეთის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ სადგური, პროვოკაციის მიზნით, არტილერიით თავად რუსულმა ძალებმა დაბომბა. "რუსები აგრძელებენ მრავალი სიყალბის წარმოებას და ცდილობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ". - ეწერა უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. "რუსეთის მცდელობები, მოატყუოს ყველა და თავი მოაჩვენოს, რომ ისინი "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს იცავენ", ვერ იმუშავებს, რადგან ბუნებრივი აირის სადგურზე დარტყმების შესახებ ყალბი ნიუსი არ იმუშავებს“. - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა. თავად კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უკრაინული მხარის საპასუხოდ განაცხადა, რომ იდეა, რომ რუსეთი საკუთარ ენერგოინფრასტრუქტურას დაესხმებოდა თავს, "აბსურდი" იყო.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)