22:17 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 17:47:31, 471 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს

რუსეთმა წუხელ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს“, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ოდესაზე, დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმები განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics