20:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 15:23:15, 462 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს რეალური შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით, 9.4%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში, 91 891.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 15.2%; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.9%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 9.3%;
  • მშენებლობა - 8.4 %;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 7%;
  • ინფორმაციისა და კომუნიკაცია - 6.4%;
  • სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 6.2%; ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.9%;
  • განათლება - 5.7%;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5.2%.

 2024 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 24.3%;
  • განათლება - 29.1%;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 17.9%;
  • მშენებლობა - 14.2%;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 6.7%;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 14.9%;

კლება აღინიშნა დარგში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - -8.3%.

ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა მიმდინარე ფასებში:

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე აქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2024 წლის IV კვარტლის წინასწარ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.3%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის IV კვარტალში 4%-ით განისაზღვრა.

2024 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 29.7%;
  • განათლება - 36.2%; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 19.9 პროცენტი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 23.6%;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 14.9%;
  • მშენებლობა - 7.4%;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 9.4%;

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:

  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - -2.3%; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - -0.2%. 

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა:

ვაჭრობა - 15.5%;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.6%;
მშენებლობა - 9.4%;
დამამუშავებელი მრეწველობა - 9%;
სახელმწიფო მმართველობა - 7.1%;
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 6.7%; განათლება - 6.2%;
ტრანსპორტი და დასაწყობება - 6%;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 5.2%.

საქსტატის განცხადებით, დაზუსტებული მონაცემები 2025 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics