|
2025-03-21 14:21:26, 441 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ქურდაძე - ორი კვირის წინ, ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიიტაცეს 4 მილიონამდე ლარი
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს. როგორც ქურდაძის განცხადებაშია აღნიშნული, „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა, კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. „ტვ პირველის“ 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი“, რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა. ნიკა გვარამიას განცხადება, რომ „მთავარ არხს“ ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი. „მთავარ არხს“ დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია, რომ არაფერი ვთქვათ „ომეგა ჯგუფის“ მილიონობით დავალიანებებზე. მთლიანობაში, „მთავარი არხის“ ვალი 25 მილიონს აღემატება. ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარი. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით. „ნიუ სეილსის“ ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა, ხოლო ფიქტიური დირექტორი – ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე. „ნიუ სეილსში“ აკუმულირებული „მთავარი არხის“ 4 მლ- მდე თანხის განკარგვის უფლება კი, ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს. ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ „მთავარ არხს“, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედაგად კი, „მთავარს არხს“ მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ. ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს „მთავარი არხი“, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა. ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში. აღნიშნული განცხადება ელექტრონული ფოსტით გავრცელდა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)