04:36 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 15:33:28, 669 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, მათ შორის დათვალიერების ოქმის და ასევე დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირის ამოღება მოითხოვა. ამასთან, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგანაც გათავისუფლების შემთხვევაში, მათ შორის არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

რაც შეეხება ორ პირს, რომელთა მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე, მათგან ერთ-ერთი არის ტაქსის მძღოლი, რომელიც ადვოკატის თქმით, უშუალოდ ნიკა კაციას დაკავებას შეესწრო. მისივე განმარტებით, მძღოლის დაკითხვით საქმეში მნიშვნელოვანი დეტალი გაირკვევა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მტკიცებულებები წარმოდგენილი ჰქონდა ბრალდების მხარესაც, მათ შორის იყო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ის კანონით არ იყო მოპოვებული, აღნიშნული დასკვნა სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად მაინც დაურთო.

თავად ბრალდებული კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკა კაციას განცხადებით, მას „ნარკოტიკები ჩაუდეს“, შესაბამისად მისი საქმე „თეთრი ძაფით არის ნაკერი”.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics