22:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 14:54:54, 653 ნახვა

ეკონომიკა
Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება „საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება“ გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და ქალი მეწარმეების გაძლიერებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად, მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 20 მარტს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  EU4Innovation East-ს წარმომადგენელი ნატო ჩაკვეტაძის ვორქშოფი ჩატარდება.

ვორქშოფზე ნატო საკუთარ გამოცდილებაზე დაყდრნობით სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ისაუბრებს, მათ შორის: როდის და საიდან დაიწყო საქართველოს სტარტაპ გარემოს განვითარება, რა გამოწვევები და შესაძლებლობები ახლდა თან, როგორ შეუძლიათ დამწყებ მეწარმეებს გლობალურ ბაზარზე გასვლა. ამასთანავე, რა პროცესის გავლაა საჭირო, იმისათვის რომ თქვენი სტარტაპი საერთაშორისო მასშტაბით განვითარდეს და სხვა. შეხვედრა ინტერაქციულია და დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ჩაერთონ დისკუსიაში და სპიკერთან ერთად განიხილონ სხვადასხვა საკითხი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics