|
2025-03-18 17:13:58, 502 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ააქტიურებენ
საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი კამპანია აქტიურდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ არჩევნები რეალურ შედეგს არ ასახავს და კონკრეტული ადამიანები შედეგებს საკუთარი სურვილის შესაბამისად წერენ, – ამის შესახებ ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. ცესკო-ს განცხადებით, აღნიშნული ტიპის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს საარჩევნო საკითხების შესახებ ბრალდების ავტორთა ცოდნის ნაკლებობაზე. „საარჩევნო საკითხებში და პროცედურებში გარკვეული ადამიანი, რომელიც იცნობს პროცესის მიმდინარეობას ასეთ აბსურდულ განცხადებას უბრალოდ ვერ გააკეთებს. ამასთან, დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტები თავს ესხმიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს, ისე ზოგადად მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას და ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესებს ატარებს. მათი მოსაზრებები არ ემყარება ფაქტებს და მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილის წარმოდგენებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ სრულად ინფორმირებული საარჩევნო პროცესის დეტალების შესახებ. სინამდვილეში კი, როგორც ეუთო/ოდირის ანგარიშით, ისე პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, მათ შორის, ტექნოლოგიების უპრეცედენტოდ წარმატებული ინტეგრირებით საარჩევნო პროცესში. დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული არაკომპეტენტური და მიზანმიმართული დისკრედიტაციული საჯარო განცხადებების საფუძველზე ადვილია დავასკვნათ, რომ მათი მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული შემადგენლობის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება, გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას. საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება საკუთარი გაცხადებული პოლიტიკის ერთგული და ამომრჩეველს ყოველთვის მიაწვდის ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)