|
2025-03-18 13:20:49, 453 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - როცა გახარია სააკაშვილზე საუბრობს, პირი გამოირეცხოს
ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების, რეჟიმის გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც საპროტესტო მოძრაობის დასუსტება და დაშლაა. ივანიშვილის რეჟიმი არის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე - ან ჩამოიშლება, ან გადარჩება, შედეგი კი ჩვენზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა. ლაშა ფარულავას შეფასებით, ქვეყანაში „წითელი ტერორი“ მიმდინარეობს და ფონდების დაყადაღებაც, რომლებიც ადამიანებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ, ამის ნათელი მაგალითია. „ქვეყანაში რეპრესიები დიდი ხანია უკვე დაწყებულია და ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარაშვილის საჩივარიც ამას ემსახურება. „წითელ ტერორს“ ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ - ციხეში გამოკეტილი პოლიტპატიმრები, ასობით დაჯარიმებული ადამიანი, ეს კი სისტემატურად გრძელდება. ამ ყველაფრით კი ივანიშვილი გვეუბნება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციები მისთვის ძალიან მძიმეა და მისი ამოცანაა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა დაშალოს. ოპოზიცია ერთიანია ორ საკითხში - ახალი არჩევნები „რუსული რეჟიმის“ გარეშე და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ არ იქნება გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, კალანდარიშვილის, ჯავახიშვილისა და ცესკოს პასუხისმგებლობაზე საუბარი თითიდან გამოწოვილია. მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და საჯარო სექტორი უნდა იყოს. ეს არის „ქართული ოცნების“ ქსელი და ჩვენი ამოცანა ამ ქსელის ჩამოშლაა. ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური პირი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სალომე ზურაბიშვილია. უმძიმესი რეალობაა ქვეყანაში, ეს კი ეკონომიკას ურტყამს და აზიანებს ჩვენი განვითარების გრძელვადიან შესაძლებლობას და თუ ჩვენ რუსული რეჟიმის დასრულება გვინდა, მაშინ ჩვენ ერთიანები მოქმედებაში უნდა ვიყოთ და არა რიტორიკაში. სტუდენტებმა თავიანთი ბრძოლა გვაჩვენეს, თუმცა ახლა პოლიტიკოსებმა უნდა ვანახოთ საზოგადოებას რა შეგვიძლია“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ. ასევე პოლიტიკოსი „გახარია - საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებსაც ეხმაურება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, როდესაც გიორგი გახარია სააკაშვილზე საუბრობს „პირი გამოირეცხოს“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეაა, საქართველოს აღმშენებლობის და წლებია ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ვიბრძვით, ახლა კი გაჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები და გვიმტკიცებენ ოპოზიციონერობას და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას, რეჟიმს და ოლიგარქიას ებრძოლონ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვიან, ამით კი საპროტესტო მუხტი ზიანდება. როდესაც გახარია სააკაშვილზე საუბრობს, პირი გამოირეცხოს, ეს არის ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს ქვეყანაში ალექსანდრე ბორტნიკოვი და რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები შემოდიოდნენ და შეხვედრებს მართავდნენ. ვინმეს დაავიწყდა 2018 წლის არჩევნები, ის თუ რაც მოხდა ზუგდიდში, მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან მორჩილებას რომ ითხოვდნენ და კონკრეტული ადამიანი რომ შეეწირა?“- განაცხადა ლაშა ფარულავამ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბოლო დღეებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, ლაშა ფარულავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური პირია ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალებით მან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. „სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური პირია, მაგრამ, როცა პოლიტპატიმრებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა, ადამიანი, რომელმაც ევროკავშირის დროშა პირველმა ასწია და კავკასიის რეგიონში დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. მისი პატიმრობა კრემლის პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. 31 მარტს აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, „ნაციონალური მოძრობა“ ყველაზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)