11:30 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 19:11:54, 726 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა

"რამდენი ბრალდებაც არ უნდა შეთითხნოს რეჟიმმა, ერთი რამ ნათელია:

მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა.

შევადაროთ:

საქართველო, რომელიც მან ჩაიბარა – კორუფციით გაჟღენთილი, კრიმინალური კლანების კონტროლის ქვეშ, უიმედო და დასუსტებული.

საქართველო, რომელიც მან დატოვა – რეგიონის ლიდერი, ნომერ პირველი რეფორმატორი, ქვეყანა, რომელიც მსოფლიომ სამაგალითოდ აღიარა.

რას აღარ აბრალებდნენ – და ბოლოს პიჯაკი, თაიგული და ცხვარი "იპოვეს" – მართლა ქვეყნის ნამდვილმა მძარცველებმა!

ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის – პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს.

ისინი არ სჯიან დანაშაულისთვის – სჯიან სიმართლის თქმისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის!

ეს უსამართლობა დროებითია.

ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რეჟიმების ისტორია – და ვიცით, როგორ უნდა დავასრულოთ ეს ბრძოლა წარმატებით!"-გიორგი ვაშაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics