07:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 06:50:16, 1170 ნახვა

სამართალი
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლულია მამაკაცი. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მისი თანმხლები პირია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics