|
2025-03-14 18:33:30, 527 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე დაკავებულების მხარდაჭერის გამო, რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან 3 მსახიობი მოხსნეს
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ანა ამილახვარი ამბობს, რომ სცენიდან რეჟიმის პატიმრების მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო, ის და კიდევ 2 მსახიობი რობერტ სტურუას სპექტაკლიდან: მიჯაჭვული პრომეთედან მოხსნეს. "მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერეთ, რომ ჩვენ სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარულები ვართ [...] 6 თებერვალს უკვე გამოსცეს ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ ჩვენ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები აღარ ვართ და ასევე, რომ ჩვენ შენიშვნა მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე - არ ვიცი, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება, ესეც გახდეს მიზეზი - თეატრიდან საერთოდ მომხსნან [...] დადგენილებაში წერია, რომ სამმა მსახიობმა, ყოველგვარი ნებართვისა და შეთანხმების გარეშე, თვითნებურად განახორციელა შემდეგი ქმედება: კოსტიუმის შიგნით ჩაიცვეს მაისური სააგიტაციო, პროპაგანდისტული მოსაზრებების გამომხატველი წარწერით და მაყურებლის წინაშე ასეთი ფორმით წარდგნენ [...] ამასთან, თეატრის მსახიობებს სცენაზე კოსტიუმის გარდა, სხვა სამოსით შემოსვლა ეკრძალებათ". - თქვა ამილახვარმა TV პირველთან საუბარში. 2 თებერვალს, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ანა ამილახვარს კოსტიუმის შიგნიდან ეცვა მაისური, რომელზეც ეწერა: "თავისუფლება სინდისის პატიმრებს:. კიდევ ერთ მსახიობს მაისურზე ეწერა: "თავისუფლება ანდროს და მზიას". მესამე მსახიობს კი ბანერი ჰქონდა გაშლილი, რომელზეც ეწერა: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". აქედან 4 დღის შემდეგ, რუსთაველის თეატრის დასის მმართველმა, დავით უფლისაშვილმა მოხსენებითი ბარათი გამოსცა, რითიც რობერტ სტურუას აცნობა, რომ მსახიობებმა თეატრის შინაგანაწესი დაარღვიეს - რობერტ სტურუამ კი გადაწყვიტა, რომ ეს 3 მსახიობი სპექტაკლიდან მოეხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)