|
2016-03-11 15:02:57, 787 ნახვა
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირების წესებზე მუშაობს
უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგებასა და დრონების მფლობელთა პოზიციების გაცნობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პირველი ღია შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სააგენტომ დაიწყო დრონების მფლობელების/ოპერატორების იდენტიფიცირება, რაც საავიაციო სისტემაში მათ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ამასთან მარეგულირებელი ნორმების მიღებამდე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამართავს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ პირთან თუ კერძო ჯგუფთან მათთვის მისაღებ ფორმატში. მათივე ინფორმაციით, უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების მიღება სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს. ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)