|
2025-03-13 15:51:44, 573 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია - ,,ქვეყნის მტრები“ სხვა სახელი მათ არ ეწოდებათ
[ოპოზიცია] ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია - ერთმანეთზე რას ამბობენ მნიშვნელობა არ აქვს, თუ საჭიროა ქარტიას დაუწერენ და გააერთიანებენ მის გარშემო -„ქვეყნის მტრები“ - სხვა სახელი მათ არ ეწოდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს. „ასეთი ხელოვნური გაერთიანება, რომელიც ზემოდან თუ გვერდიდან უკარნახეს, ვერ შედგება, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც სიმპათიით ან ერთ და ან მეორე მხარეს სარგებლობდეს. ძალიან ცუდი სიტყვები უწოდეს, გალანძღეს და დღესაც კიდევ ლანძღავენ. ამასაც დაჩემებული აქვს, რომ ქოლგა მისია, ევროკავშირის რუკით ხელში შემოიკრეფს ყველას გარშემო და გაილაშქრებს სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. უნდა, რომ ამ დროშით ქუჩაში ირბინოს და იმათ [ოპოზიციონერებს] თვითონ უნდათ ეს დროშა. ალეკო ელისაშვილი ამპარტავნებაზე რომ ლაპარაკობს ცუდია, უზნეობაა, სიყალბე და თაღლითობაა, მაგრამ ეს დამახასიათებელი ნიშანია. შიგნით ფუთფუთია - ერთმანეთს მას შემდეგ კბენენ, რაც დაფინანსების მთავარი რესურსები გამოეცალათ. უნდათ, რომ ამ პოლიტიკური მოძრაობის ზედაპირზე დარჩნენ. ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია - ერთმანეთზე რას ამბობენ მნიშვნელობა არ აქვს. თუ საჭიროა ქარტიას დაუწერენ და გააერთიანებენ მის გარშემო. თუ საჭირო გახდა და ვიღაცას - „დიფ სთეითი“ იქნება, „გლობალური ომის პარტია“ თუ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული მიზნებით გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტი, რასაკვირველია ამ ხალხს, ბედოვლათებს და მარიონეტებს გამოიყენებენ. ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ ამას მნიშვნელობა არ აქვს - ხვალ თუ საჭირო იქნება გაერთიანდებიან და ერთმანეთს ხელებს აუწევენ, ვითომ დიდი გამარჯვების გუნდი იყოს შეკრული. „ქვეყნის მტრები“ - სხვა სახელი მათ არ ეწოდებათ. ერთმანეთს რაც უნდა ის დაუძახონ და რა ეპითეტებიც უნდათ გამოიყენონ მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)