09:03 - 10 Apr, 2026
|
2025-03-12 21:53:16, 769 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციის მონაწილეები 5000-5000 ლარით დააჯარიმა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ, მათ შორის არის პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. აქციის მონაწილეების საქმე მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და ალექსანდრე გოგუაძემ განიხილეს. სხდომას არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი არ დასწრებიან. ამასთან, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი აქციის მონაწილის საქმის განხილვა გადაიდო. როგორც ცნობილია, ელენე ხოშტარია 12 იანვარს ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, იმ დროს, როდესაც სტიკერის გაკვრას ცდილობდა აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეებს კი, რომლებიც 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 იანვრის ღამეს ქვეითთა გადასასვლელის ბლოკირებას ედავებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)