09:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 16:02:22, 507 ნახვა

სამართალი
პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა  ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

,,ბრალდებულების  გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის და მათთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ არაერთხელ დაირღვა გირაოს გამოყენების პირობა. კერძოდ, მიმდინარე პროცესებზე ბრალდებულები  არასაპატიო მიზეზით რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ სასამართლოში მათი ბრალდების საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და მათ  ამ დრომდე არ  წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის რაიმე სახის შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გამოუცხადებლობის საპატიო  მიზეზს. შესაბამისად ბრალდებულების მიერ დარღვეულია გირაოს გამოყენების პირობა.

ასევე აღსანიშნავია,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული  ინფორმაცია ბრალდებულების - გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიერ  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, რისთვისაც გიორგი ჩიკვაიძე იმყოფებოდა სადახლოს  გამშვებ პუნქტთან ახლოს. აღნიშნულზე მყისიერი რეაგირების შედეგად,  7 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება , სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო 50 000 ლარის ოდენობით პატიმრობით შეუცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილის  მიმართ შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა" - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics