|
2016-03-11 10:46:54, 569 ნახვა
სამართალი
შსს-მ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა
შინგან საქმეთა სამინისტრომ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს და ერთი პირი ამხილეს. „სამართალდამცველებმა ოზურგეთის რაიონში დააკავეს: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიგო გ., 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა მ., 1983 წელს დაბადებული ზვიად ბ. 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი გ., 1992 წელს დაბადებული მამია გ., 1945 წელს დაბადებული დავით ღ.; ჩოხატაურის რაიონში - 1987 წელს დაბადებული წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ დ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მირზა ს., 1986 წელს დაბადებული იმედა დ.; ლანჩხუთის რაიონში - 1945 წელს დაბადებული გაიდარ ც., 1993 წელს დაბადებული მიხეილ ჩ. კი ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გურიის რეგიონში მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მაღაზიები და სხვადასხვა ტიპის ობიექტები გაქურდეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)