|
2025-03-10 17:08:30, 553 ნახვა
საზოგადოება
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, მათი შეკრების მთავარი მიზანი იმ სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა, რომელთაც სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. „ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ხელისუფლების დავალებით სტუდენტებს უპირისპირდება. ამის პარალელურად, ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც მის მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ. გუშინ სწორედ მათ მიერ მიღებული კანონების საფუძველზე გამოყარეს თეატრალურის სტუდენტები. რაც შეეხება დღევანდელი შეკრების მიზანს, არის პირველ რიგში, ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ სტუდენტებს, რომლებსაც დღეს შეუჩერდათ სტატუსი. გარდა ამისა, ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ მათი გადაწყვეტილებები, ქმედებები ჩვენ არ გვაშინებს. პირიქით, ეს ყველაფერი უფრო გვაბრაზებს. ჩვენი პასუხი იქნება იმაზე უფრო ხისტი, მკაფიო, ვიდრე ეს აქამდე იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ხალიბეგ მაგამედოვმა. გარდა სტუდენტებისა, უნივერსიტეტთან იმყოფებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. ჯგუფი „წინაპრების“ წევრის, თათია მექვაბიშვილის განცხადებით, „ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისი დიქტატორული ტონი ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოიყენოს“. „ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისი დიქტატორული ტონი გამოიყენოს ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომელთაც ეკუთვნით ეს ქვეყანა, რომლებმაც ცხოვრება უნდა გააგრძელონ ჯანსაღ, განვითარებულ, განათლებულ სამყაროში, რომელსაც ევროპული სამყარო ჰქვია. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ. იმის მაგივრად, რომ ე.წ ხელისუფლებას მოესმინა ამ ბავშვებისთვის, გაეთვალისწინებინა მათი მოთხოვნები, რაღაც უმსგავსო საქციელი, საბჭოთა გადმონაშთი დავინახეთ ამ საქციელში“, - განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)