01:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 11:27:48, 463 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA 2025-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკი მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს გაცემის რიგით მეექვსე ცერემონიაზე დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე, სადაც კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოვლინდა, საქართველოს ბანკმა ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო.

აღსანიშნავია, რომ BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისთვის კომპანიების წახალისებას, კონკურენციის ხელშეწყობასა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ბანკმა მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერული პოზიცია დაიკავა. კერძოდ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა მიიღო მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის. საქართველოს ბანკში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენი მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო პროექტები, რომელთაც რეგულარულად ვახორციელებთ, გარემოს დაცვას, ბიზნესების მდგრადობას, მწვანე დაფინანსების ზრდას ემსახურება. აღნიშნული ჯილდო კი ხაზს უსვამს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას პასუხისმგებლიანი ანგარიშგების მიმართულებით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics