01:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 12:39:59, 421 ნახვა

ეკონომიკა
ცხიმი 15.4%-ით გაძვირდა, ბოსტნეული - 9.7%-ით, წლიური ინფლაცია 2.4%-ია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 2.4% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.7%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი (+15.4%)
  • ყავა, ჩაი, კაკაო - (+11.1%)
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (+9.7%)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+5.4%)
  • რძე, ყველი, კვერცხი (+2.6%)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+1.2%)
  • თევზეული (+1.2%)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები +0.9%)
  • პური და პურპროდუქტები +0.8%)
  • ხილი და ყურძენი (0.1%);

საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 4.7%-ით გაიზარდა. განათლება 5.2%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.8%-ით, ჯანდაცვა - 5.4%-ით, დასვენება/გართობა/კულტურა - 0.3%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1%-ით, ტრანსპორტი - 0.4%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.2%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 2.1%-ით გაიაფდა, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე კი, ფასი არ შეცვლილა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics