ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ხვალ, 4 მარტს, 14 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყება "ბათუმელებისა" და "ნეთ გაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - წინასასამართლო სხდომა. პარალელურად დაგეგმილია მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობდა და 38-ე დღეს შეწყვიტა შიმშილობა.