03:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 14:06:31, 557 ნახვა

საზოგადოება
აქციაზე დაკავებული აქტივისტების დედებს დილიდან სრულიად უცნობი ადამიანები ყვავილებს ჩუქნიან
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

Აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების, დედები დილიდან ყვავილებს სრულიად უცნობი ადამიანებისგან იღებენ, ამ ფორმით უცხადებს მხარდაჭერას ხალხი დედის დღეს იმ დედებს, რომელთა შვილებიც დაკავებულები არიან და ციხეებში გამოგონილი ბრალდებებით ყავთ დაკავებული. 

პატიმრის დედები ემოციებს ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ყველა დედას უნდა ჰყავდეს გვერდში საკუთარი შვილი, რათა მათი მოფერება და მათთან დალაპარაკება შეძლონ. 

ისინი მოუწოდებენ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მათი შვილები საპატიმროებიდან, რადგან მათი შვილები სამშობლოს სიყვარულისთვის არიან დატყვევებულნი. 

“გაანთავისუფლონ საპყრობილედან, დედის დღე რომაა, მაგიტომ არ მივმართავთ, მივმართავთ ყოველ დღე. ციხეში წასასვლელები არიან თვითონ, ამ ბავშვებს არაფერი დაუშავებიათ, ესენი არიან სამშობლოს სიყვარულისთვის დატყვევებულები, ამიტომ, ჯერჯერობით, წყნარად, მშვიდად მივმართავთ, არავის ვემუქრებით, მაგრამ იცოდნენ, რომ გამწარებული დედის პოზიცია არის ძალიან მძიმე, ეს გაითვალისწინონ“, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა. 

ყვავილები მიუტანეს არჩილ მუსელიანცის დედობილსაც, რომელიც ამბობს, რომ ამ ყვავილებს არჩილის დედის საფლავზე მიიტანს. 

“ემუქრებოდნენ, რომ დაედო ხელი ვინმესთვის, ოპოზიციონერებისთვის, ეუბნებოდნენ, რომ შენს ოჯახს ასე ვუზამთ, ისე ვუზამთ. ადვოკატისგან ვიცით, რომ არჩილი უსმენდა, უსმენდა და მერე უთქვამს, ჩემს ოჯახს ვერაფერს უზამთ, რადგან მე ოჯახი არ მაქვს. მერწმუნეთ, რომ მას ჩემს შვილებში უკვე აღარ ვასხვავებ და ახლა მივდივარ და დედამისს საფლავზე მინდა მივუტანო ეს ყვავილები, რომელიც დედამისის ნაცვლად მომიტანეს“, - ამბობს მუსლიანცის დედობილი. 

პროტესტის 96-ე დღეს, 20:00 საათზე, ფილარმონიასთან იკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმმა 51 სინდისის პატიმარი ციხეში უკანონოდ გამოკეტა.  

“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ - ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics