12:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 20:16:49, 794 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში შეაჩერა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიღებულია სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგში.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აფგან სადიგოვმა, რომელიც პროტესტის ნიშნად 161 დღე შიმშილობდა, შეწყვიტა შიმშილობა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ ნაბიჯს მიიჩნევს მნიშვნელოვანი გამარჯვების ნიშნად, რადგან ევროპული სასამართლოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება პრიორიტეტად მიიჩნევს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვის საკითხს.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 10 იანვარს, სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვა დროებითი ღონისძიების აღდგენა, რათა გაჩერებულიყო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. სტრასბურგის სასამართლომ 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალებდა აფგან სადიგოვის გადაცემის შეჩერებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მოითხოვა დროებითი ღონისძიების შეჩერება, სასამართლომ საბოლოოდ გაახანგრძლივა ექსტრადიციის აკრძალვა, რაც ძალაში დარჩება სანამ საქმე სტრასბურგში არ გადაწყდება.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი აფგან სადიგოვის უფლებების დაცვის მხრივ. ჩვენ ველოდებით, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღება და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდება,“ - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა.

2024 წლის 3 აგვისტოს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავეს თბილისში. მისი საექსტრადიციო პატიმრობა 2025 წლის 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 9 თვეს შეადგენს, რაც აფგან სადიგოვის შემთხვევაში 3 მაისს იწურება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვის გათავისუფლებისა და მისი უფლებების დაცვის პროცესში აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics