|
2025-02-27 11:15:06, 531 ნახვა
საზოგადოება
ვატო სურგულაძე გურიის სტიქიაზე - ვითარება საკმაოდ მძიმეა, 200-ზე მეტი ზარი მივიღეთ ცხელ ხაზზე
გურიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე სტიქიის ზონაში ჩასული კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებიც საუბრობენ. როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, მთავარ პრობლემას გაუწმენდელი გზები წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, მისივე განმარტებით, კოალიციის იდეაა, რომ იქირაონ მძიმე ტექნიკა და ხალხს დაეხმარონ. სურგულაძე აღნიშნავს, რომ დღეს ოზურგეთში შექმნილ საგანგებო შტაბში 200-ზე მეტი ზარი შევიდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღმოუჩინეს დახმარება, მიაწოდეს საკვები და მედიკამენტები.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ოზურგეთში, საგანგებო შტაბი შექმნა. როგორც "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, შტაბი განახორციელებს მოხალისეების მობილიზებას - საუბარია გურიის რეგიონზე. კოალიციაში აცხადებენ, რომ ეს შტაბი მოახდენს მათ შორის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოხალისეების კოორდინაციას ასევე - გურიისკენ უკვე მიემართებიან ძლიერი საქართველოს ლიდერებიც საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომრებს. ცხელი ხაზი:551 787 777, 599 938 484, 577 503 009 მისამართი:ოზურგეთი, ჭავჭავაძის 8
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)