06:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 19:08:34, 487 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეები სტიქიის ზონიდან ამ დრომდე დახმარებას ითხოვენ

დასავლეთ საქართველოში, კვლავ უმძიმესი ვითარეება. მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვენ დახმარებას, მიუხედავად მოხალისეებისა და სამაშველო ჯგუფებისა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ყველა სოფელში ჩასვლა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროც, თუმცა სოციალურ ქსელში მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

„85წლის ბაბუ მარტო არის სახლში. ფიზიკურად ვერ ახერხებს სახლიდან გასვლას, თუ ამ მხარეში მოხდება საკვებით დახმარება, ასევე შეიძლება სახლს დასჭირდეს გადათოვლა. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ და დაგვეხმარპთ“ - წერს სოციალურ ქსელში, მოქალაქე გიორგი მაღლაფერიძე.

„დახმარება გვჭირდება დვაბზუში. თავად მე ემიგრანტი ვარ, სახლში 3 მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, სახლი არის ძალიან ავარიული, დღესვე თუ შეიძლება, რომ სადმე უსაფრთხო ადგილას გადავიყვანოთ ჩემს მშობლებთან ერთად. იქ გათევა ძალიან სარისკოა.“ - წერს ემიგრაციაში მყოფი ანნა ჩერედნიჩენკო.

  149 სოფელი მესამე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 30 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილია 237 სოფელი.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში სტიქია ამ დრომდე მძვინვარებს, დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე ჩავიდნენ თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეების დიდი ჯგუფი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics