|
2025-02-26 13:12:27, 436 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში - უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი ურუშაძემ აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავებულია გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს გადაადგილება. „სადაც არის რთული მონაკვეთები, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენი მეხანძრე-მაშველები და ასევე თავდაცვის ძალები აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა მათ, რომ აუცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს მათი უსაფრთხოება და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შევძლოთ ყველა იმ პრობლემის და გამოწვევის გადაჭრა, რაც მათი და ჩვენი რეგიონის წინაშე დგას“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)