14:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 12:50:59, 378 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით დღეს 20 ივნისის საქმეებს განიხილავს

2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა დღეს ზეპირი მოსმენით განიხილავს.

საპროტესტო აქციაზე დაშავებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდ პალატაში საქმის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. 

"fyi ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია. 
იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები.
ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში.
უბრალოდ ჩვენს მოსასმენად და ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება.
წარმატებები ჩვენ და გამარჯვება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია -  წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატაში დაგეგმილ მოსმენაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა: 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს პალატამ ზემოთხსენებულ საქმეებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა) განმტკიცებული უფლების პროცედურული დარღვევა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისს დადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ  სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ უფლებებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.  სასამართლომ გადაწყვეტილებაში არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთა, რაც სახელმწიფოს ზოგადი ღონისძიებებისა გატარების ვალდებულებას უდგენს და ხაზს უსვამს იმ სისტემურ დარღვევებზე, რაც შეკრება მანიფესტაციების დაშლისა და შემდგომ გამოძიების პროცესში ვლინდება.

სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223). 

მიუხედავად სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი განმარტებებისა, საქართველოში პოლიციის თანამშრომლები კვლავაც შენიღბულნი არიან და არ ატარებენ განმასხვავებელ ნიშნებს, რითაც  ხდება დაუსჯელობის განცდის განმტკიცება, რაც შემდგომში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულთა გამოუძიებლობის საბაბად არის მოხმობილი. საყურადღებოა ისიც, რომ ხსენებული საგამოძიებო სამსახური არც ისეთ ინციდენტებს იძიებს ეფექტიანად რომლებშიც მოძალადე პოლიციელები იდენტიფიცირებადნი არიან.

მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი მიგნებისა, საიამ მომჩივნების სახელით 2024 წლის 1 აგვისტოს სტრასბურგის სასამარლოს წარუდგინა შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რაც 2024 წლის 23 სექტემბერს დაკმაყოფილდა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს პალატას საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეეძლო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა.

აღსანიშნავია, რომ  ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით. 

შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას. არაერთი ადამიანი გახდა სპეციალური საშუალებების გამოყენების სამიზნე, რის შედეგადაც მათ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

მხარეთა შორის ზეპირი პაექრობა 2025 წლის 26 თებერვალს, საქართველოს დროით, 12:15 საათზე გაიმართება.

20 ივნისის მოვლების მსხვერპლთა უფლებებს სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები დაიცავენ"- წერს საია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics