06:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 12:00:44, 343 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს გაიდლაინის შესაბამისად უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი სტაციონარიდან გაწერას ითხოვს.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე.

„პაციენტს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი არსებული გაიდლაინის შესაბამისად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კურსის მიმდინარეობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა. თავად პაციენტი გაწერას ითხოვს დღეს სტაციონარიდან. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე და ითხოვს გაწერას. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics