12:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 19:08:04, 751 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო: 2012 წლის შემდეგ საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშსს  ეხმაურება. 

უწყებაში განმარტავენ, რომ სამინისტროს ფუნქციას წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანიშნული საპატიმრო სასჯელისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის აღსრულება და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  რაოდენობის ზრდა, ან შემცირება სამინისტროზე არ არის დამოკიდებული.
 
რაც შეეხება ევროსაბჭოს ანგარიშს პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, სამინისტრო აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

"კერძოდ: 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 24 114 იყო, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 19 349, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 9 093, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 10 372, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი - 9 716 მსჯავრდებული/ბრალდებული.  აღნიშნული მონაცემი ყოველდღიურად ცვალებადია და სამინისტრო ყოველდღიურ სტატისტიკას აწარმოებს.
 
საქართველოს მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხარდაჭერით მუდმივად ზრუნავს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, რათა შემცირდეს პატიმართა რაოდენობა და დაინერგოს ზედამხედველობისა და კონტროლის თანამედროვე მექანიზმები (შინაპატიმრობა).
 
გარდა ამისა, მსჯავრდებულთა ვადამდე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის შემსუბუქების მიზნით, სამინისტროს  5 ადგილობრივი საბჭო  ყოველთვიურად განიხილავს იმ პირთა საქმეებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს  სასჯელის  შესაბამისი ვადა.  მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ მექანიზმის მეშვეობით 1069 მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება.
 
რაც შეეხება დაწესებულებებში სიმჭიდროვის საკითხს, ციხის გადატვირთულობის პრობლემა აღარ არსებობს. მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები და ფართი დღეისთვის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც დასტურდება როგორც თავად ევროპის საბჭოს, ისე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებით. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე გათვალისწინებულია 4 კვ.მ ფართი",-ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics